ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესაჩერებლად რუსეთი ახალ საზღვაო დოქტრინას იღებს
27-07-2015, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა საზღვაო დოქტრინის განახლებული რედაქცია დაამტკიცა, რომელშიც ძირითადი აქცენტი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართულებაზე არის გაკეთებელი. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება.


ვიცე-პრემიერის, დიმიტრი როგონიზის განცხადებით, მთავრი მიზეზი, თუ რატომაც ხდება 2001 წელს მიღებულ "საზღვაო დოქტრინაში" ცვლილებების შეტანა, ისაა, რომ "საერთაშორისო ურთიერთობებში ცვლილებები მოხდა" და რუსეთი გაძლიერდა, როგორც საზღვაო სახელმწიფო.


ფრეგატზე - "საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი" - გამართულ თათბირზე, სადაც ახალი დოქტრინა განიხილეს, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ დოქტრინაში პირველად არის შესული სოციალური ხასიათის საკითხები - საზღვაო მედიცინა, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.


შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა ვიქტორ ჩირკოვმა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა ანატოლი სიდოროვმა მიიღეს.


როგოზინის თქმით, დოქტრინა 4 ფუნქციონალურ და 6 რეგიონულ მიმართულებას მოიცავს და ძირითადი აქცენტები გაკეთებულია არქტიკასა და ატლანტიკურ მიმართულებებზე.


"ამის მიზეზი შემდეგია: ატლანტიკური, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალიან აქტიური განვითარება და მისი ჩვენს ნაპირებთან მოახლოება მიმდინარეობს, რაზეც, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია პოულობს თავის პასუხს. მეორე ფაქტორი კი ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთებას უკავშირდება. რაც შეეხება არქტიკას, იზრდება ჩრდილოეთის ზღვის მნიშვნელობა, მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ ატომურ ყინულმჭრელთა ფლოტს ვაშენებთ. 2017, 2019 და 2020 წლებში სამი ახალი ატომური ყინულმჭრელი შეუდგება მუშაობას. გარდა ამისა, არქტიკა ჩვენთვის არის თავისუფალი გასასვლელი ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებში", - განაცხადა როგოზინმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი