კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტის გადახედვა სთხოვა
13-03-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა.

 

 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული პროექტი გადასახედია, რადგან ის არც დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის.

 

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რათა იგი ყველაზე კომფორტული და სწრაფი იყოს. მეტროსადგურების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას, თუმცა გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი და მიმაჩნია, რომ მათი წარმოება ამ ფორმით და დიზაინით, პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, ათეულ წლებს უნდა გაძლოს და საუკეთესოდ უნდა იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რომ არსებული პროექტი გადასახედია, რადგან არც დიზაინით და არაფრით მისაღები არ არის“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, აღნიშნულ პროექტს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ერთად გადახედონ, რათა მეტროსადგურში სამუშაოები რაც შეიძლება მალე განახლდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი