სამარცხვინოა, ზვიად კუპრავა ახლა ციხეში იჯდეს და რამდენიმე თვეში მირზა სუბელიანი ციხეს ტოვებდეს, შეიძლება რამდენიმე დღეშიც დატოვოს, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
უდუმაშვილმა, რომელიც მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზვიად კუპრავას საქმეზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა უნდა მოხდეს, კუპრავას დავით კირკიტაძესთან ერთად, პოლიტპატიმრები და ივანიშვილის პირადი პატიმრები უწოდა.
„ის, რაც ამ შენობაში ხდება ზოგადად, რომელსაც სასამართლოს ეძახის ჩვენი ხელისუფლება, ეს არის ამ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა. ახლა რაშია საქმე - ზვიად კუპრავას წინააღმდეგ ორი საქმე არის აღძრული. ერთი საქმე არის, რომ ის სხვისი თეფშიდან ჭამდა და მეორე საქმე არის, რომ ვიღაცას თითქოსდა პანჩური დაარტყა", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.