სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა
13-03-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტად მყოფი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდა.



„არმენ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში სტუმრობისათვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია.



როგორც არმენ სარგსიანმა აღნიშნა, ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ ხალხებს შორის მჭიდრო კავშირები და ისტორიული მეხსიერება, განვავითაროთ თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრი, შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება, ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც.



საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არმენ სარგსიანს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა სომხეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინის ნიშანია.



სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და სომხეთი უკვე ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, პირველ რიგში, იმაზე, რომ რეგიონს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოც და სომხეთიც განვითარების ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალი გააჩნია.



პრეზიდენტებმა საქართველო - სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და სომხეთში ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს.



საქართველო აღიარებს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებს. ამასთან, მზაობას გამოთქვამს კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების მხარდაჭერის თაობაზე.



საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა.



სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ისაუბრა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო.



საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.


მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქმნის.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების პოტენციალის გამოყენება", აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი