ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ
13-03-2019, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ინგლისური ვერსია ევროპის საბჭოში გაიგზავნება.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ.

 

 

როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტში სრულად აისახა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და პროექტი კონსენსუსით მიღებულ შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს.

 

 

„კრისტიან ურსესთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის თაობაზე და აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ კანონპროექტის ინგლისური ვერსია მივაწოდოთ ევროპის საბჭოს, რათა მან თავად გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას. ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება ევროპის საბჭოსთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის იქნება“, განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი