ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს ურჩევს, თავი დაანებოს „პოლიტიკურ ჭინთვებს“ და აფრთხილებს: თუ ენას არ გააჩერებს და კიდევ უფრო შორს წავა, მომიწევს კიდევ უფრო მეტი დეტალის ახსნა
13-03-2019, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ქვეყნის პირველ კანონმდებელსა და მის ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ მისი მისამართით განხორციელებულ ყველა შეტევას მწვავე პასუხს გასცემს.

 

 

„მებრალება, გავიმეტო იმ ყველაფრისთვის, რისი ღირსიც არის. ის სცენა კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ბოდიშის მოხდა. თუ ენას არ გააჩერებს და კიდევ უფრო შორს წავა, მომიწევს კიდევ უფრო მეტი დეტალის ახსნა და არა მგონია, რომ მისთვის ეს სასიამოვნო იყოს. ამიტომ, ბევრჯერ გავაფრთხილე და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ მასაც და სხვებსაც - მე მიწევს პასუხების გაცემა, მე არ ვარ თავდამსხმელი, მე არ ვიწყებ პირველად ამაზე საუბარს, მაგრამ როგორც კი, თავს უფლებას მისცემენ და გაბედავენ ღირსებისარმქონე და მორალური უპირატესობის დაკარგვის მიუხედავად, შეტევაზე გადმოსვლას, ჩემი პასუხები იქნება ძალიან მწვავე", განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ. პირველის" პირდაპირ ეთერში.

 

 

მანვე „კობახიძესაც და სხვებსაც" სასამართლოს თემაზე სპეკულაციებისთვის, ხოლო კობახიძეს „პოლიტიკური ჭინთვებისთვის" თავის დანებება ურჩია.

 

 

ბესელიას აღნიშნულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

 

 

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტყუილი ისმოდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან  - ერთ-ერთი არის ის, რომ თითქოს მე ვლობირებდი მოსამართლეთა სიას. მათ შორის, ტყუილი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვაიძულებდი ეკა ბესელიას, ჩაენიშნა კომიტეტის სხდომა პარასკევისთვის. საერთოდ სხვა მოვლენები ვითარდებოდა პარტიაში ამასთან დაკავშირებით.... როდესაც ამ სიტუაციაში, შენს გადადგომას უკავშირებ იმას, რომ თითქოს ვიღაც გაიძულებდა შენ გინდა თუ არა მოსამართლეთა საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი