ხონის მუნიციპალიტეტში 16-მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო
13-03-2019, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან, ძეძილეთი-ნოღა-გორდის გზის სარეაბილიტაციო და მდინარეებზე ცხენისწყალი და მეჭია სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

 

 

დღეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ დაათვალიერეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

 

 

16-მილიონიან პროექტს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს.

 

 

ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ხსენებული საავტომობილო გზა წარმოადგენს მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს, რომელიც ასევე აკავშირებს ადგილობრივ სოფლებს (გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა, ძეძილეთი) საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან და წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან (ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღიმე და ა.შ.) საგზაო კავშირს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული გზის, დაახლოებით, 10 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია და ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი