დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, 69 წლის პოლ მანაფორტს, დამატებით 43 თვით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ მას სხვა სასამართლომ, ცალკე საქმეზე თაღლითობის მუხლით 47-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბოლო სასჯელი კონსპირაციის ბრალდებას ეხება.
მანაფორტმა ვაშინგტონ დი-სი-ში სასამართლოს უთხრა, რომ მას ამ ქმედებებისთვის ბოდიშის მოხდა უნდოდა.
„ვწუხვარ იმის გამო, რაც ჩავიდინე და ყველა იმ ქმედებისთვის, რის გამოც აქ ვარ დღეს“, განაცხადა მან ინვალიდის სავარძლიდან.
აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ამი ბერმან ჯექსონმა საერთო ჯამში 73-თვიანი პატიმრობა შეუფარდა მანაფორტს, საიდანაც 30 თვე გასულ კვირას მისჯილი სასჯელიდან არის დამატებული.
ორივე საქმე რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიებიდან მოდის, თუმცა მანაფორტის არც ერთი ბრალდება არ უკავშირდება რუსეთთან საიდუმლო შეთანხმებას. თავად ტრამპი კი მოსკოვის აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევას კატეგორიულად უარყოფს და მას კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.