დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე უარის თქმის შემდეგ კენჭს „ბრექსიტის“ გახანგრძლივებას უყრის
14-03-2019, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე უარის თქმის შემდეგ ხუთშაბათს კენჭი უნდა უყაროს „ბრექსიტის“ გახანგრძლივებას.

 


თემთა პალატაში დებატების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგით დეპუტატებმა მთავრობა განცვიფრებული დატოვეს. „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ ხმა 312-მა კანონმდებელმა მისცა, მომხრე კი 308 აღმოჩნდა.

 


როგორც BBC იუწყება, კენჭისყრა ვალდებულების განმსაზღვრელი არ არის და ამჟამინდელი კანონის მიხედვით დიდ ბრიტანეთს ჯერ კიდევ შეუძლია ევროკავშირის 29 მარტს დატოვება.

 


პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ შეთახმებისთვის ორგზის უარის - ჯერ იანვარში, მეორედ კი 12 მარტს - 13 მარტს ღამით კი ასევე „ბრექსიტის“ შეთახმების გარეშე ბლოკის დატოვების წინააღმდეგ წასვლის შემდეგ დღეს, 14 მარტს, თემთა პალატაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და დეპუტატები ევროკავშირს სთხოვენ ნებართვას ბლოკიდან გასვლის გადადების თაობაზე, თუმცა დროის დიდი ხნით გახანგრძლივებაზე საუბარი არ იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი