საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა
27-07-2015, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკს შეხვდა და „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა.


შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკს მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


ქვეყნის პირველმა პირმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში ინტეგრირებისა და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა.


დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი-2015“-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი