„ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები იყო“ - ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა
14-03-2019, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

 

 

ექსპერტი ირაკლი თოიძე აცხადებს, რომ ცხედარს ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები აქვს.

 

 

„არის თოკის ჩანართები, მეტი დაზიანებები ფაქტიურად არ არის და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცეები. მართალია, გვამი უკვე ლპობაშია, მაგრამ დადგინდება - დასკვნა დაიწერება. შინაგანი ორგანოები შიგ ჩაბრუნებული იყო და ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის წაღებული იქნა. დაზიანებები რაც იყო ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები იყო. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული მაგაზე ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებული იქნა ნაჭრები", აცხადებს ექსპერტი ირაკლი თოიძე.

 

 

კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას, რაზეც ოკუპირებული გალის დე ფაქტო ხელისუფლება საუბრობს, გამორიცხავენ ოჯახის ახლობლები.

 

 

„არ გვაქვს ინფორმაცია რატომ იყო გადასული ან დადიოდა თუ არა. გალში არავინ არ გადავიდოდა, რომ ჩაედინა თვითმკვლელობა, ეს თავიდანვე გამორიცხულია, ყოვლად მიუღებელი არგუმენტია", აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი, თეა გოგინავა.

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კვარაცხელია რუსმა ჯარისკაცებმა დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს, რა დროსაც მას გულის შეტევა მოუვიდა. 

 

 

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს, საღამოს გაავრცელა.

 

 

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს.

 

 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

 

 

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს, ექსპერტიზის შემდეგ კი, სენაკში საკუთარ სახლში გადაასვენეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი