ირაკლი ხმალაძე: დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი... როგორც დღეს ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მასშტაბით, მიუღებელია
14-03-2019, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი დიდი მიზეზი არის სამშენებლო მასალები - უსისტემოდ და რეგულაციის გარეშე მიმოქცევაში გაშვებული სამშენებლო მასალები. ერთ-ერთი ლოკაცია მათ შორის არის ელიავას ბაზრობა. ამის დაკავშირება იმასთან, რომ ელიავას ბაზრობა გადაგვაქვს, არასწორია“, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.

 


„ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანაზე შეიძლება მსჯელობა და ამაზე პოზიციას დღეს ვერ ვიტყვი, მაგრამ მსჯელობას საერთოდ არ ექვემდებარება ის, როგორც დღეს ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მასშტაბით, ეს მიუღებელია! შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა სამშენებლო მასალების, მეორადი საბურავების, ჰაერში ამტვერებადი მასალების, ფეთქებადი და საშიში ნივთიერებების რეალიზების და განთავსების წესების გამკაცრება ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს პრევენცია ჰაერის დაბინძურების შემცირების და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

 


მე ასე პირდაპირ ამ საკითხს ელიავას ბაზრობასთან არ დავაკავშირებდი, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა, ჰაერის დაბინძურება, არის ელიავას ბაზრობა ისევე, როგორც სხვა ისეთი ადგილები, სადაც ხდება საშენი მასალების უსისტემოდ და რეგულაციების გარეშე განთავსება და მათი გაფრქვევა ჰაერში.

 


ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეეხება ელიავას ბაზრობასაც ისევე, როგორც სხვა ადგილებს, სადაც ხდება ასეთი ტიპის მასალებით ვაჭრობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელიავას ბაზრობა გადავიტანოთ ქალაქგარეთ. ეს კიდევ შეიძლება მსჯელობას დაექვემდებაროს.

 

 

დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი, შესაბამისად, უნდა გავაუმჯობესოთ, აუცილებლად. რახან ეს თვითნებურად აქამდე არ მოხდა, ამას მერია გააკეთებს და თავის სათქმელს იტყვის. არ არის ჩვენი სამიზნე ის, რომ ვიღაცამ პროდუქცია ვერ გაყიდოს, მაგრამ დავუდგენთ პროდუქციის განთავსების და ტრანსპორტირების წესებს“, განაცხადა ხმალაძემ. 

 

 

ხმალაძის მიერ გაკეთებულ კომენტარამდე კი დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, 13 მარტს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება.

 


„ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რათა ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით, მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ ჩანაწერს მოიცავს.

 


„ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ადამიანისთვის, ასევე, გარემოსთვის“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი