​სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უთხრა: დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, კავკასიას კი დავუბრუნოთ მისი ისტორიული დანიშნულება
14-03-2019, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქსიანის სახელით, ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

 


საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და აღნიშნეს, რომ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას ორივე ქვეყნის ხალხები განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან, რაც საერთო ღირებულებებზე მიანიშნებს.
 

 

,,ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორია, პირველ რიგში, მითოლოგიამ შემოგვინახა - ქართლოსისა და ჰაოსის ამბით, და ეს ნიშანდობლივია.
 

 

ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებიც თითქმის ერთ პერიოდში გავხდით.
ასევე ერთდროულად - 1918 წელს - გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა; პრაქტიკულად, ერთდროულად დავკარგეთ და შემდეგ, პრაქტიკულად, ერთდროულადვე აღვადგინეთ იგი.
 

 

ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რაზეც ისტორიულად იდგა კავკასია.
 

 

კულტურა კი არის ის სფერო, სადაც ჩვენი სიახლოვე განსაკუთრებით კარგად ჩანს. საიათნოვას, არამ ხაჩატურიანის, ფარაჯანოვის, შარლ აზნავურის, გივი შაჰნაზარისა და კიდევ არაერთი დიდი ადამიანის სახელით ვამაყობთ ქართველებიც და სომხებიც.
 

 

მინდა მოგახსენოთ, რომ წელს საქართველოში სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანისა და სომეხი კომპოზიტორის - კომიტასის 150 წლის იუბილე აღინიშნება. თუმანიანის შემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე  დიდ საიუბილეო საღამოს გავმართავთ.
 

 

ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების გარდა, გვჭირდება ზოგადად, თანამშრომლობის სპექტრის გაფართოება.
 


 ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი, განვითარებული ქვეყნები და კავკასიას დავუბრუნოთ ის დანიშნულება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.
 

 

ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე დიდ წარმატებებს მოგვიტანს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
 


სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქსიანის განცხადებით, სომეხი და ქართველ ხალხში ცოცხლობს გენეტიკური მეხსიერება მეგობრობის შესახებ და დღეს, ეს მეგობრობა არა ლეგენდა და მითი, არამედ რეალობაა, რომელიც რეგიონულ პარტნიორობაშია გამოხატული.

 


ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი