საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მოზარდებს გაესაუბრა, რომლებიც ცენტრში IT-სფეროში საქმიანობას – ანიმაციის, თამაშების, რობოტების შექმნას და პროგრამირებას ეუფლებიან.პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას ,,ტუმოში" ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.