ტოკიოში ვიზიტად მყოფი მამუკა ბახტაძე საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, იჩირო აისავას შეხვდა
14-03-2019, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა, მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები.

 


ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.

 


ასევე აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალი. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში და ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.

 


ასევე გამოითქვა ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" მნიშვნელობას, რომელიც ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 


შეხვედრას იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, ხოლო საქართველოს მხრიდან - იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები - გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

 


ინფორმაციას  საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი