ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვერც ერთი მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც რასმუსენმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება და რუსეთს ალიანსი ირიბი ვეტოს გამოყენების უფლებას არ მისცემს.
„საქართველომ მართლაც დიდი გზა გაიარა, რომ გაეტარებინა რეფორმები და დაეკმაყოფილებინა საჭირო კრიტერიუმები. ეს საჭიროა ნატო-ს მომავალი წევრობისთვის. ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ჩვენ შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია. მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს ნატო-ს წევრად ვიხილავ.
რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების - ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. ნატო-ს მე-5 მუხლი არის ნატო-ს შეთანხმების მთავარი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ დავიცვათ წევრი ქვეყნები, რომლებზეც შეტევა ხორიციელდება.
როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანას აქვს ორი ოკუპირებული რეგიონი? ეს არის გამოწვევა, რომლესაც უნდა გავუმკლავდეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ იქონიებს გავლენას ნატო-ს ღია კარზე და რუსეთს არ ექნება ირიბი ვეტოს უფლება", განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.