საქართველოს სახალხო დამცველი, ოკუპირებული გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საგანგაშო გარემოებაზე საუბრობს. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ექპერტიზა გარდაცვლების მიზეზებს დაადგენს.
„საგანგაშოა ის გარემოება, რომ თვითმხილველი და ადგილობრივები საუბრობენ არასათანადო მოპყრობაზე. საგანგაშოა, რა თქმა უნდა, ის, რომ სწორედ თავისუფლების აღკვეთის ადგილას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომლის გარშემოც ამდენი კითხვები არსებობს და იმედს ვიტოვებ, რომ ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვლების მიზეზებს", აცხადებს ომბუდსმენი.
29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.