ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ - ნინო ბურჯანაძე ისევ მოსკოვშია და ისევ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია - ეს განცხადება პარტია „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რუსული ტელეკომპანია „პირველი არხის" გადაცემაში გააკეთა.
გადაცემაში საუბრის მთავარი თემა ნატო-ს გაფართოება იყო.
ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების არ ეთანხმება. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბარი წინდაუხედაობა და ქვეყნის ინტერესების იგნორირებაა.
ბურჯანაძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სარგებელს არ მოუტანს არც რუსეთს და არც რეგიონს. პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ვალდებულია, საკუთარი ინტერესების გარდა, მეზობელი ქვეყნების ინტერესებიც გაითვალისწინოს.
„საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოვებაზე საუბარი, არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შედეგ.
მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება. რუსეთის ჯიბრზე, საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.