ზაარბრიუკენის ხიდის, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან 31 მარტამდე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
„ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
ავტობუსები N20 და N23 ზაარბრიუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის ქუჩას დაუკავშირდებიან, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
სხვა ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ხიდის ქუჩიდან ჩაუხვევენ იუსტიციის სახლისკენ, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ავლენ პანდუსზე, საიდანაც ზაარბრიუკენის ხიდს დაუკავშირდებიან.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.