წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილება საინფორმაციო პორტალ www.mkhare.ge – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა ორჯერ, 2018- 2019 წლებში. წარდგენილი დეკლარაციების კანონმდებლობასთან მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო, აღნიშნული ორგანოდან, მერის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რაიმე სახის შენიშვნა არ განხორციელებულა.
ამავე განყოფილების განმარტებით, სტატიაში გამიზნულად არასწორად არის ინტერპრეტირებული რამდენიმე ფაქტი: კერძოდ,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი - გრიგოლ იოსელიანი, სასესხო ვალდებულებში ხელფასის 50%-ს იხდის, ხოლო ხელფასიდან დარჩენილი თანხა, მეუღლის შემოსავალთან ერთად საკმარისია ოჯახისთვის. აქვე ავღნიშნავთ, რომ გრიგოლ იოსელიანის მეუღლე - ცირა ბერეკაშვილი პროფესიით პედაგოგია და იგი მეუღლის მერად არჩევამდე დიდი ხნით ადრე - 2000 წლიდან, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შპს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ოცნებაში“ და ა(ა).ი.პ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“.
„რაც შეეხება მერის მიერ შვილის სახელზე გადაფორმებული ქონებების თემას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გრიგოლ იოსელიანის მერად არჩევამდე, 2016 წელს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის მამამ, გივი იოსელიანმა - შვილიშვილს გივი იოსელიანს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა: სოფელ მეორე უბანში საკარმიდამო მიწა, საცხოვრებელი სახლით და დამხმარე ნაგებობით. მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი 136,25 კვ.მ დამხმარე ნაგებობა 60კვ.მ. და კომერციული ფართი - ქ. წყალტუბოში ავალიანი ქ.# 15 - 50 კვ.მ.
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციაში აისახება დეკლარანტის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, ვინაიდან გრიგოლ იოსელიანის საკუთრებაში არსებული, ავტომობილის 1993 წელს გამოშვებული BMW-ეს ღირებულება არ აღემატება ზემოთაღნიშნულ თანხას, ამდენად მისი დეკლარაციაში ასახვა არ იყო სავალდებულო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი 1988- 1993 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით“, აღნიშნულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.