გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე დასკვნა წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, 13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს აუზში წვიმის ნალექების რაოდენობა იყო 100 მილიმეტრზე მეტი, რაც მაღალია. ბაგრატიას თქმით, მდინარე ვერეს სიგრძე 38 კილომეტრია და ასეთი სიგრძის მდინარეებისთვის მდინარის ნაპირიდან 20 მეტრში შენობა-ნაგებობების აგება აკრძალულია.
მდინარე ვერეს ორმოცივე შენაკადი ღვარცოფულ მდინარედ იქცა, ადგილი ჰქონდა მეწყრის ჩამოწოლას, რომელიც ვერეში ღვარცოფულ მასად გადაიქცა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ვერე სხვადასხვა დროს არაერთხელ ადიდდა და ამდენად იგი საკმაოდ რთული მდინარეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში 75 მეწყერული უბანი ფიქსირდება.
ანგარიშის წარდგენისას თამარ ბაგრატიამ ადრეული შეტყობინების სისტემის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ მხრივ არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და მდინარე ვერეზე არსებული შეტყობინების სისტემა ეს ის არ არის, რაც სასურველია, რომ იყოს.
ბაგრატია ასევე აცხადებს, რომ უნდა აშენდეს ე.წ. ხერხეულიძის კედელი, რომელიც თუ მდინარე ვერეში ღვარცოფული და მეწყერული მოვლენები განვითარდა, ხე-ტყის მასას დაიჭერს, აღნიშნულის შედეგად კი, გვირაბების ჩახერგვა აღარ მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.