ხონს ოლიმპიური ჩემპიონები სტუმრობდნენ
14-03-2019, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის „კომპლექსურ სასპორტო სკოლას" დღეს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ძალოსნების ეროვნული ნაკრების წევრები სტუმრობდნენ.

 

 

ღონისძიება, რომელიც აღნიშნული სპორტის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, ევროპის ჩემპიონატი 2019 ფარგლებში დაიგეგმა.

 

 

სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხონის სასპორორტო სკოლაში მიიღეს, სადაც ახალგაზრდების ინიციატივით სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის თემატურად მოიხატა კედელი და მოეწყო ფლეშმობი.

 

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ხონში სპორტის ამ სახეობაში ბევრი წარმატებული ძალოსანი გაიზრდება.

 

 

შეხვედრის ბოლოს სპორტსმენებმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი