გლდანის რაიონის გამგეობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. პროექტის შედეგად, მოსახლეობა გრუნტის გზის ნაცვლად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალურ მოწყობას ვახორციელებთ. ამჯერად, ჯანჯღავას ქუჩის მესამე შესახვევის რეაბილიტაციას ვასრულებთ, სადაც საგზაო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცლად, ასფალტის საფარით ისარგებლებენ. რასაკვირველია, წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურას არაერთ მისამართზე მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.
გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე კულა გლდანელის ქუჩაზე ხორციელდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე იგება; საგზაო ინფრასტრუქტურა ფოცხიშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.