დავით ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა - მისი ჩამოშორება ჰქონდა გადაწყვეტილი
14-03-2019, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა.

 

 

„ის ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. მას ჰქონდა გადაწყვეტილი ირაკლი ალასანიას ჩამოშორება", ამბობს ბერძენიშვილი და ამატებს, რომ ალასანია ვერ დააკავეს, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია.

 

 

ბერძენიშვილი დეტალურად იხსენებს უმრავლესობის იმ სხდომას, რომელზეც ივანიშვილს ალასანიას წინააღმდეგ დეპუტატებმაც აუბეს მხარი. „რესპუბლიკელის" თქმით, მათგან განსხვავებული პოზიცია მხოლოდ თეა წულუკიანს ჰქონდა.

 

 

„შეტევა იყო ირაკლი ალასანიაზე, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა და უმრავლესობის სხდომაზეც თქვა, რომ ერთი-ორი კაცი თუ დარჩება მასთან ერთად, თორემ დანარჩენები არ დარჩებიანო, მაგრამ დარჩნენ. ნინო გოგუაძეზე იყო ძალიან გაბრაზებული იმიტომ, რომ ეიმედებოდა ნინო გოგუაძე. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მარტო პატრონობა და ის კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ ყმებთან ურთიერთობაში. არ ვეყმეთ ჩვენ, არ ეყმო ირაკლი ალასანია.

 

 

აქ არის კორუფცია, ეს იყო მისი სიტყვა, აქ არის დანაშაული და ირაკლი ალასანიამ ეს მოძებნა ფორმად და იმიტომ მიდის ოპოზიციაში, რომ პოლიტიკას შეაფაროს თავიო. ის ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. მას ჰქონდა გადაწყვეტილი ირაკლი ალასანიას ჩამოშორება. ეს მისი სტილია. არ დაუშავებია, ვერ დაუმტკიცეს ალასანიას დანაშაული. ამ სხდომას ესწრებოდა მაშინ ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატი“ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. თეა წულუკიანმა არ მოიწონა დეპუტატების გამოსვლა, პირდაპირ ბიძინას არ დაუპირისპირდა, მაგრამ მან ის პოზიცია გამოხატა, მაგრამ იმ დეპუტატებს, რომლებიც აყვნენ ბიძინა ივანიშვილს და კორუფცია, კორუფცია იძიეს, იმათ უთხრა, რომ მე არ ვიცი მინისტრმა და თქვენ საიდან იცით მასალებიო", აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი