„ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა
14-03-2019, 19:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბრძოლო მზადყოფნის და ამაღლების მიზნით, ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართულმა საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ოცეულის დონის გეგმიური სწავლება ჩაატარა. სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო სროლებით გაიმართა.

 

 

სწავლების სცენარის მიხედვით, ქვედანაყოფი გადაადგილდა ობიექტის მიმართულებით, სადაც შეკრების წერტილი დაიკავა და პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით დაიწყო შეტევა. ობიექტის წმენდის შემდეგ, „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციის და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია. ნატოს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი