თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე სოფელ ბარდუბანში ხიდის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14-03-2019, 20:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესთან ერთად სოფ. ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც მდ. როკიანაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

ბარდუბანში გასულ წელს სტიქიის შედეგად მოდიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო სათემოს უბანთან დამაკავშირებელი ხიდი, რის შემდეგაც მოეწყო დროებითი სახიდე გადასავლელი. ახალი ხიდი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით-150 023 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „დია სერვისის“ მიერ განხორციელდება.

 

 

დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ხიდის რკინის კონსტრუქცია დაათვალიერეს,რომელიც უახლოეს მომავალში სოფ. საზანოში დამონტაჟდება. მდინარე ძუსაზე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა ასევე სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან შპს „დია სერვისის“ მიერ მოხდება. პროექტის ღირებულება 237 430 ლარია.

 

 

როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს განხორციელდება კიდევ ოთხი ხიდის რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში ტენდერები გამოცხადდება სოფ. რუფოთში, გოგნსა და ალისუბანში ორი ხიდის რეკონსტრუქციისათვის.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი