როგორც კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პირველი მოადგილე ბოლო დროს დაუმორჩილებლობითა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა, რაც სამინისტროს მუშაობას აფერხებდა.
"განსაკუთრებით უკანასკნელ დროს ქალბატონი მარინე მიზანდარის მხრიდან იყო დაუმორჩილებლობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მომენტები, რაც მთავარია, არაგუნდური მოქმედებები, რომლებიც ხელს უშლიდა და დღეს განსაკუთრებით უშლის კულტურის სამინისტროს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და წარვუდგინეთ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხი. ველოდებით გადაწყვეტილებას", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
ამასთან, მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება 28 იანვარს, მიზანდარის მიერ სტრატეგიული საბჭოს სხდომის მოწვევას უკავშირდება.
"მიუხედავად იმისა, რომ მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი და ჩემი პირველი მოადგილე ვალდებული იყო, მოეწოდებინა ინფორმაცია, რომ როდესაც მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, ამ სხდომის გამართვას აპირებდა", - განაცხადა მინისტრმა.
ოდიშარია მიზანდარს ასევე, არაკოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოადგილის პრეტენზიებს სამინისტროს საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით არ უნდა იგებდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.