პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს და სხვა პარტიებთან ერთად ორგანიზებული, საზოგადოებრივი პროტესტის გამოსახატავად ემზადება.
როგორც ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ტარიფების გაზრდა უშუალოდ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდება. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში დენის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება, რასაც შემდგომ გაზის და წყლის ტარიფის გაზრდაც მოჰყვება.
„მთავრობამ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდით უსამართლო, დაუსაბუთებელი, კორუფციულად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ტარიფი ელექტროენერგიის წარმოების ეტაპზე გაიზარდა და თბილისის გარდა დანარჩენ საქართველოში ის განაწილების ეტაპზეც გაიზარდა. „თელასმა“ უკვე შეიტანა განაცხადი და ის 6 თეთრით ითხოვს ტარიფის გაზრდას. ტარიფის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მისი გაზრდით დაინტერესებული მთავრობის უმაღლესი პირები იყვნენ. პირადად იყო ამით დაინტერესებული პირველი ვიცე – პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
მე შემიძლია წარმოვადგინო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დავამტკიცებ, რომ კალაძე ტარიფების ზრდით კომერციულად იყო დაინტერესებული. კალაძის კომპანია „კალა კაპიტალი“ საქართველოში „კალა ენერგი“-ს და „კალა ნატურალს“ და „საქინდრომშენს“ ფლობს, ესენი 2011 წელს უკვე 18 ჰიდროელექტრო და სამ თბოელექტროსადგურს ფლობდნენ. კახი კალაძის მოწილე და პარტნიორი „კალა კაპიტალში“ ზურაბ ნოღაიდელია. გიორგი ბენაშვილი, რომელიც „თბილგაზის“ სპეციალური მმართველია, კახა კალაძემ სწორედ „კალა კაპიტალიდან“ გადმოიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ „თბილგაზზსაც“ კახა კალაძე აკონტროლებს. თუ ქუჩაში არ გამოვედით, ამ კვირის განმავლობაში უკვე გაზის ტარიფიც გაიზრდება. მომავალში კი წყლის ტარიფის გაზრდაც იგეგმება. ეს პროტესტი მრავალრიცხოვანი და მასშტაბური იქნება და ის არ შეწყდება მანამ, სანამ ტარიფები ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, საჭიროების შემთხვევაში მასობრივ ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც დღეს არსებობს, თუმცა 15-20 სექტემბრიდან გამოცხადდება ზუსტი თარიღი და მასშტაბური აქციები დაიწყება“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.