ხონის მუნიციპალიტეტის მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდ-ბოგირების აღდგენა მიმდინარეობს.
მუნიციპლიტეტის მერი ლადო ჯურხაძე დღეს სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
წლების მანძილზე დაზიანებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა წყალუხვობის დროს დიდ პრობლემას ქმნის. იტბორება მოსახლეობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სამუშაოებს, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.