სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ II-ს უთხრა: ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, რომლებიც ექვემდებარებიან მეტროპოლიტს რუსეთში
15-03-2019, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა.

 


სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, კი, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე - ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

 

 

,,ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა.

 

 

კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა", აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

 

 

გარეგინ II -ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

 

 

ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.

 

 

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში", - პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.

 

 

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრსას ოკუპირებული გალის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მომდარ ტრაგედიაზე და საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

,,ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს ჩემი მეორედ ჩამოსვლაა ეჩმიაძინში, ადრე გესტუმრეთ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყაავი, ახლა კი, როგორც პრეზიდენტისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

 

 

ჩვენი მხრიდანაც მინდა გადმოგცეთ ჩვენი პატრიარქის მოკითხვა, მისი მეგობრული და სულიერი სალამი და მისი ურყევი მეგობრობის გამოხატულება, რაც არსებობს ჩვენს ორ ეკლესიასა და ქვეყნებს შორის.

 

 

დღევანდელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, კავკასიის რთულ რეგიონში, ორ ეკლესიაზე და ამ ეკლესიის ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნებისა და რეგიონებისთვის, მაგრამ არანაკლებ, დანარჩენი მსოფლიოსთვის, სადაც იკარგება ეს სულიერი მხარე და სადაც უფრო ძლიერდება მატერიალური მხარე.

 

 

საქართველოსათვის ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, როცა საუბარია ევროკავშირის ხელმძვანელობასთან ჩვენს მომავალ გეგემბზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოც საჭიროა ევროკავშირისათვის, და არა მხოლოდ ევროკავშირი საქართველოსათვის. საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ამ ღირებებულებების მატარებელი ქვეყანაა და ერთგვარი კონსერვაციაა ამ ქვეყნებში და ასევე აქ, იმ ღირებულებების, რაზეც დგას მსოფლიო ცივილიზაცია.

 

 

ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში და ვიცით, რომ ამ რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი და სხვა ალტერნატივა არ არის, თუ არა ის, რასაც ქრისტიანობა ამბობს - ანუ მშვიდობიანი გზა. საქართველო იქცევა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, მშვიდობიანია თავის ყველა მეზობელთან და ამის გარდა აქვს ღია კარის პოლიტიკა და ამის მაჩვენებელია ის კომპაქტურადა დასახლებული აზერბაიჯანული და სომეხური წარმოშობის მოსახლეობა, რომლებიც თავისუფლად და სრულიად დაცულად ცხოვრობს საქართველოში.

 

 

რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით - განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

 

 

სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე - ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება.

 

 

დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

 

 

ასევე, იცით რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულდ მთავრდება, როგორც რამდენმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში.

 

 

რაც ეხება, მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება.

 

 

ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მეტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ" აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში გაფანტული სომეხი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სულიერი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება.

 

 

,,ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან სომხეთის ურთიერთობაზე, ამის შესახებ თქვენთვის ყველაფერი ცნობილია, კერძოდ ყარაბახის პრობლემა და ჩვენი სიძნელეები რასაც ჩვენ ვაწყდებით.

 

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობით და მინსკის ჯგუფის ძალისხმევით მშვიდობიანად მოგვარდება ყველაფერი, უზრუნველყოთ მშვიდობიანი სიცოცხლე ყარაბახში, ჩვენი შვილებისთვის.

 

 

მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად არის კონფლიქტები მოაგვაროს მშვიდობიანი გზით", აღნიშნა გარეგინ II-მ.

 

კომენტარები: 1
#1   მანანა კვენეტაძე- მაჭავარიანი
      
ძალზედ სასიხარულოა რომ ითქვა ის- რაც ამდენ ხანს, წლების წინ უნდა თქმულიყო!.მით უფრო, როცა ამ ეთნოსის გავლენები და მოთხოვნილებებიც, საქართველოს ძირძველ- დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში თანდათან იზრდება და დომინანტი ხდება. ვერავინ ირწმუნებს, რომ ამ ყველაფრის საქმის კურსში ეჩმიაძინი არაა... ჰოდა, როცა ჩვენი მხრიდან ამის მთქმელი არავინ იყო, თანდათან წინ, სიღრმეებში მოიწევდნენ...
ამ შეხვედრაზე -საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა საქართველოს ეკლესიისა და პირადი -როგორც ქვეყნის პირველი პირის მკვეთრი პოზიცია, აფხაზეთში მდებარე სომხური სამოციქულო ეკლესიის, სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით და იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება აღიქმებოდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად....და კათოლიკოსს მოსთხოვა გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო......"

"... ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში" ამბობს სომხური ეკლესიის მეთაური. ეს უკვე ამ ვიზიტის სერიოზული დიპლომატიური გამარჯვებაა, რასაც გაგრძელება და დასასრული აუცილენლად უნდა მოჰყვეს...
15 მარტი 2019 06:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი