ალექსი ახვლედიანი: პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი
27-07-2015, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი. ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.


რაც შეეხება "თბილისის 2015"-ის გახნის ცერმონიაზე სიტყვით გამოსვლებს, ახვლედიანის თქმით, საერთაშორისოდ მიღებული წესია, რომ სიტყვით მხოლოდ ორი ადამიანი – საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გამოდის.


ამასთან, როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ დაესწრო პრეზიდენტი ღონისძიებას.


"საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ღონისძიებაზე. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია. პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად პირადად ამეხსნა ყველაფერი. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ვერ გეტყვით, რადგან ეს ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ახვლედიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი