თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ არის სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2". ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ მშენებლობას აპირებდა. რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციაა ეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ტორიტორიას სტატუსი არ შეცვლია. რეკრიაციული ზონა ერთის ნაცვლად, რეკრიაციული ზონა ორი არ იქნება", უთხრა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს.
ოპოზიციის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ და ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობები დაშვებული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.