„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „სპუტნიკთან“ განმარტავს, თუ რატომ არის მისთვის მიუღებელი საქართველოში ნატოში გაწევრიანება.
ბურჯანაძის განმარტებით, ნატოს წევრობა საქართველოს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის ნატოს ბაზების საქართველოში განთავსების აუცილებლობას, რაც ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის მიუღებელია.
„ახლა ჩვენ დილემის წინაშე ვართ: თუკი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს, გამოდის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე იქნება ნატოს და რუსეთის სამხედრო ბაზები, რაც ქვეყნისთვის კატასტროფულია. არ მინდა ჩემი პატარა ქვეყანა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის საჯილდაო ქვად იქცეს. რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას: ჯანსაღი აზრი მკარნახობს, რომ მეზობლებთან უნდა იმეგობრო, მით უფრო, ბირთვულ სახელმწიფოსთან. ეს არის გარანტია იმისა, რომ 2008 წლის ტრაგედია აღარ გამეორდება. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც - რუსული ბაზარი მიმზიდველია ჩვენთვის, ქართული პროდუქცია კი, ამ დრომდე იწვევს რუსებში სასიამოვნო მოგონებებს. ამგვარად, რუსეთთან მეგობრობით, საქართველო იქნება დაწყნარებული, სტაბილური და საშუალება მოგვეცემა აფხაზებსა და ოსებს პირდაპირ ვესაუბროთ“, განაცხადა ბურჯანაძემ.
ამავე ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი თანდათანობით იცვლება იმ მიმართულებით, რომ საჭიროა დიალოგი ორ ქვერყანას შორის.
„არ ვიქნები თავმდაბალი აღვნიშნავ, რომ ამაში ჩემი დამსახურებაც არის. არ შემშინებია „გამყიდველის“ იარლიყის, როდესაც 2008 წლის შემდეგ რუსეთში გავემგზავრე მოლაპარაკებებისთვის... დიალოგი ერთადერთი მშვიდობიანი გზაა პრობლემის მოსაგვარებლად, მეორე - ეს არის ომი. „ქართული ოცნება“ რომ შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამას აღფრთოვანებით შეხვდებოდა. სამწუხაროდ, მთელი ქართული ელიტა მხოლოდ დასავლეთის საელჩოებისკენ იყურება“, აცხადებს ბურჯანაძე, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.