თბილისის აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
15-03-2019, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონის გამგეობა აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

 

 

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380 000 ლარი გამოიყო.

 

 

ხვედელიანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო.

 

 

„სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ხვედელიანის ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო, რის გამოც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას განვახორციელებდით. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აღნიშნულ დასახლებაში, ქებურიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოვაწყვეთ“, განაცხადა კახა გულედანმა.

 

 

საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ენ დი როუდი“ აწარმოებს.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი