მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოთხ პედაგოგს მიანიჭა და სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგებიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ: თამილა გერგაია - ხობის N1 საჯარო სკოლა ნინელი ხუხია - პირველი მაისის საჯარო სკოლა ბელა ლაგვილავა - პირველი მაისის საჯარო სკოლა ეკა ცხადაია - ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.