ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, უპრეცედენტო განვითარების დინამიკით, ძალისხმევითა და მონდომებით საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა. ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა გუშინ, ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოფიციალურ დოკუმენტში - გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშში.
სწორედ იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლა მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალზე. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, დოკუმენტში აქცენტი ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე გაკეთდა და განსაკუთრებით გამოიყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივები, რაც საერთო ძალისხმევით საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური განვითარებისთვის, მისი ინსტიტუციური აღმშენებლობისთვის და გაძლიერებისთვის წარმატებით ხორციელდება.
„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ექსპერტებთან ერთად, რომლებიც როგორც ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან არიან წარმოდგენილნი, წარმატებით ვახორციელებთ უკვე არა მხოლოდ ორ ინიციატივას, რომელიც ხშირად იყო 2016-2017 წლების ანგარიშებში მოხსენიებული, არამედ უკვე 2018 წლის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ დამატებით 6 ინიციატივა განხორციელდება და ხორციელდება წარმატებით, რაც არის საამაყო ფაქტი ყველა ჩვენთაგანისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.