თბილისში არსებული 180 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორები და ამავე ბაღების 200 საქმის მწარმოებელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის. ტრენინგები დირექტორებს ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის, ხოლო საქმის მწარმოებლებს - ბუღალტრული მიმართულებით ჩაუტარდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღო. ტრენინგების მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, ასევე, ორგანიზაციის ქონებისა და ფინანსური სახსრების ეფექტური მართვა.
დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგებს თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს განახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.