ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი. ასე შეაფასა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს მიერ აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
„გენერალური გეგმის მიღებას ვულოცავ ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომელიც ასე ცდილობდა, რომ გენერალური გეგმა ძალიან ცუდად წარმოეჩინა. გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯია. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - გენერალური გეგმის აღსრულება, რაც ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას, 10-15 წელიწადში თბილისში ვიხილოთ ისეთი უბნები, რომლებიც ნამდვილად ეკონომიკურ ღირებულებას შემატებს ჩვენს ქალაქს; ვიხილოთ ისეთი გამწვანებული პარკები, როგორიც ძალიან დიდი ხანია, არ შეგვიქმნია; ასევე, ისეთი შენობები, რომლითაც შეგვეძლება, ვიამაყოთ მომდევნო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, გენერალური გეგმა უკვე აშენებულ შენობებს და გაცემულ ნებართვებს ვერაფერს უზამს, თუმცა ვფიქრობ, თბილისში ჯერ კიდევ არის ის პოტენციალი, რომ ქალაქი სწარად განვითარდეს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ნამდვილად ღირსეული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.