რატომ არ გამოურთო მიკროფონი სოსო ჯაჭვლიანს მანანა კობახიძემ – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ვიცე-სპიკერი განმარტავს, თუ რატომ არ გამოურთო სოსო ჯაჭვლიანს განცხადების გაკეთებისას მიკროფონი.
მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან ბევრი რამ იყო იუმორში ნათქვამი და მან ძალიან კარგად იცის EBRD-ის მნიშვნელობა.
„თითოეულ დეპუტატს სამი წუთი აქვს განცხადების გასაკეთებლად, ეს იყო მისი დრო. როდესაც ყური მომჭრა სოსოს გამონათქვამებმა, ორჯერ ვცადე მისი შეჩერება და ორჯერ მივეცი შენიშვნა, რომ არ გაეგრძელებინა ამ რეჟიმში განცხადება, მაგრამ მან ეს გააკეთა და სადეპუტატო დრო გამოეყენა. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ბევრი რამ იყო იუმორში ნათქვამი და არავის არ შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ სოსო ჯაჭვლიანმა არ იცოდა, რაზე ლაპარაკობდა, მან ძალიან კარგად იცის EBRD-ის მნიშვნელობა, ჩვენს ქვეყანაში ამ ბანკის დაფინანსებულია მნიშვნელოვანი პროექტები, მან იცოდა, რომ ფორუმიც ჩატარდა, როგორც ჩანს, ამ სიტყვების ჟღერადობამ გარკვეული ასოციაციები გამოიწვია მასში და ამაზე ააგო გამოსვლა. სამწუხაროდ, ის ვერ შევაჩერე, სიმართლე გითხრათ, „ნაციონალების“ გამონათქვამები ხშირად არ მომწონს, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ ის სამი წუთი, რომელიც მათ განცხადების გასაკეთებლად ეძლევათ, წავართვა და არ მივცე აზრის გამოთქმის საშუალება“, – აცხადებს კობახიძე “კვირის ქრონიკასთან “ საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.