„დამშვიდდი, ნერვები უნდა დაიმშვიდო მამუკა. ჩემი რჩევაა შენ მიმართ, ნერვებს გაუფრთხილდი", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.
კანონპროექტის წარდგენისას კახიძესა და მდინარაძეს შორის შეკამათება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ურთიერთბრალდებები გააჟღერეს.
„ორი დღეა ატყუებ დეპუტატებს და ხალხს რას უშვები, წარმომიდგენია.... ათი წუთია, გეხვეწება კაცი და სიმართლე ვერ გათქმევინა, თუმცა სიმართლეს როგორც კი იტყვი, მიხვდები, რომ სისულელეა ეს, კანონპროექტი კი არ არის და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი", მიმართა მდინარაძემ კახიძეს, რაზეც კახიძემ განაცხადა:
„მამუკა, შეგიძლია დატოვო სხდომა. ბევრჯერ თუ გამოიყენებ სიტყვა სისულელეს, შენ თვითონ გამოჩნდები სულელად".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.