ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მათ შეძლონ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე ისეთი კანდიდატების შერჩევა და ისეთი კანდიდატების წარმოდგენა, რომლებიც იქნებიან პოლიტიკურად მოტივირებულნი, ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.
ოხანაშვილის თქმით, რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, მისი მთავარი მიზანი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაა.
„ასევე, საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, ეფექტურობა კანონპროექტის და გამჭვირვალობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ჩართულობა პროცესში, რომელიც წარიმართება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ პარლამენტში", აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.