დავით ქაცარავა: რუსების ყოფნა არ დაფიქსირდა - გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას
16-03-2019, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ეტაპზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების ყოფნა არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა ამისთვის, აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქაცარავა.

 


„უცნაური იყო, რომ ბაღების 80% იყო გაწმენდილი. ტერიტორიის დასუფთავება მოხდა გუშინ, თუმცა ვის მიერ უცნობია. მეორე – დაფიქსირდა ორი სამხედრო „პიკაპის“ გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის გადაადგილება.... ვფიქრობ, ამზადებენ პლაცდარმს, რომ შემდეგ მოახდინონ ამ ბაღების ბორდერიზაცია. ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასება.... მოვითხოვთ, სოფელ ხურვალეთში 24-საათიან რეჟიმში იყოს პატრულირება. ჩვენ ვეყრდნობით ლუდა სალიას და იმ მოსახლის განცხადებას, რომელმაც არ ისურვა სახელის გამჟღავნება. ჩვენ გავავრცელეთ ლუდას მოწოდებული ინფორმაცია. ასეთი აჟიოტაჟი ვიღაცის სიზმარზე და განცხადებაზე ვერ ატყდებოდა“, განაცხადა ქაცარავამ, რომელიც ხურვალეთში არ ყოფილა. 

 

 

სოფელში დღეს ჟურნალისტები და აქტივისტები შეუშვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი