საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სამების საკათედრო ტაძრიდან ნეშტები ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე გადაასვენეს, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამშობლოს გმირების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა. „მათი გმირობის მაგალითი ჩვენ უფრო გვიძლიერებს პასუხისმგებლობას, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება. ეს არის თითოეული ჩვენგანის საერთო ეროვნული ინტერესი და მე დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი პასუხისმგებლობით შევძლებთ იმ ოცნებების და მიზნების რეალიზებას, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ“, განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს თავდავცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და ვეტერანები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.