აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული აკაკი მანაგაძე ხეთაში დაკრძალეს
16-03-2019, 21:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული აკაკი მანაგაძის ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 


აფხაზეთის ომში დაღუპულს პატივი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს.

 

 

ხეთაში იმყოფებოდა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის საპატიო ყარაული.

 


ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენებულთა ცხედრები ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული.

 


უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

 

ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი