ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო - ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის, არდოტისა და გუდამაყრის ხეობების 76 სოფელი ინტერნეტით დაიფარება
17-03-2019, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის, არდოტისა და გუდამაყრის ხეობები ინტერნეტით დაიფარება. პროექტით განსაზღვრული სიკეთით ჯამში 76 სოფლის 1291 მუდმივი მცხოვრები (496 ოჯახი) და 4 საშუალო სკოლა ისარგებლებს. ასევე, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.

 


ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ ტექნოპარკში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და „მთის სათემო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემალ დამაცალაშვილმა მოაწერეს.

 


ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რმწუნებული შალვა კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ლაშა მიქავასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბართან ერთად დაესწრო.

 


„ინტერნეტიზაციის პროექტი მთიანი დასახლებების გაძლიერების მიზნით სახელმწიფოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. პროექტი ხელს შეუწყობს ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის გამოცოცხლებას, ამ ულამაზეს ხეობებში ტურისტული ნაკადების ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ სოფლებში დაბრუნებას“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

 

 

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი