26 წლის ასაკში „სიყვარულის კუნძულის“ ვარსკვლავი მაიკ თალასიტისი გარდაიცვალა
17-03-2019, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდ ბრიტანეთში რეალითი შოუს „სიყვარულის კუნძულის“ ვარსკვლავი მაიკ თალასიტისი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


მისი მენეჯმენტის განცხადებით, რეალითი შოუს ვარსკვლავი და ყოფილი ფეხბურთელი პარასკევს გარდაიცვალა.

 


კვიპროსული წარმოშობის თალასიტისი ლონდონში, ედმონტონში დაიბადა. იგი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, მათ შორის „სეინთ ალბანსში“ და „ჩელმსფორდში“. მან აღიარება 2017 წელს „ITV“-ის შოუს სერიებში მოიპოვა და მეტსახელად „მხურვალე მაიკი“ შეარქვეს.

 


როგორც BBC იუწყება, რეალითი შოუს ვარსკვლავი ესექსში ნახეს გარდაცვლილი.

 


„სიყვარულის კუნძულის“ შემქნელი ტელევიზიის, ITV-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ყველანიITV2-ზე და „სიყვარულის კუნძულის“ გუნდი შოკირებული და დამწუხრებული ვართ ამ საშინელი ამბით. ჩვენი ფიქრები და უღრმესი თანაგრძნობა მაიკის ოჯახისა და მეგობრებისკენ არის მიმართული ამ ძალზე სევდიან მომენტში“.

 


მაიკ თალასიტისის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატეს ასევე საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი