რაგბიში რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა - რუსეთი 6-22 საქართველო
17-03-2019, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.

 


ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და „ბორჯღალოსნებს“ პირველი 3 ქულა მოუტანა.

 


მე-13 წუთზე ნაკრებ გუნდებს შორის პირველი შერკინება დაინიშნა, თუმცა მსაჯმა მალევე მეორე შერკინება დანიშნა და „ბორჯღალოსნები“ დააჯარიმა.

 

 

მე-18 წუთზე მსაჯმა ქართველი მორაგბეების კარიდან 5 მეტრის დაცილებით მესამე შერკინება დანიშნა, თუმცა ქართველმა მორკინალებმა საკმაოდ კარგად იმოქმედეს და მეტოქის დაჯარიმება შეძლეს.

 


ამის შემდეგ რუსები შეტევაზე გადავიდნენ, მორიგი შერკინებაც დაინიშნა, რომელიც ჩავარდა და ხელახლა დანიშნული შერკინება კვლავ მასპინძლების დაჯარიმებით დასრულდა.

 

 

28-ე წუთზე „ბორჯღალოსნებს“რუსების 5-მეტრიან ზონაში მოლის დროს ლელოს დადების შანსი ჰქონდათ, რაც ვერ მოხერხდა.

 

 

31-ე წუთზე კი რუსებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გათანაბრდა.

 

 

პირველი ნახევრის მიწურულს დანიშნული რამდენიმე შერკინების შედეგად „ბორჯღალოსნებმა“ საჯარიმო ლელოს დადება მოახერხეს.

 

 

საბოლოო ჯამში შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით, ანგარიშით 10:3 დასრულდა. 

 

 

თამაშის მეორე ნახევრის პირველივე წუთები რუსების დაჯარიმებით დაიწყო. ქართველები მოლით საკმაოდ კარგად მიიწევდნენ წინ, მიზანთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოო ჯამში წინ თამაშის დაფიქსირების შემდეგ ლელოს დადება ვერ მოხერხდა, მაგრამ აღნიშნული იმედგაწბილებიდან მალევე, 45-ე წუთზე ლელოს დადება გიორგი ცუცქირიძემ მოახერხა და ანგარიში 15:3 გახდა. იმის გამო, რომ სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა 47-ე წუთიდან ქართველმა მორაგბეებმა 12-ქულიანი უპირატესობით განაგრძეს თამაში.

 


რუსებმა თამაშის მეორე ნახევარში ისევ საჯარიმო დარტყმის ზუსტი შესრულებით, 3 ქულით წაიწიეს წინ და ანგარიში 15:6 გახდა.

 


მე-60 წუთზე „ბორჯღალოსნებს“ ლელოს დადების კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა შარიქაძემ ბურთის დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯის მიერ დანიშნული მეორე შერკინების შემდეგ ქართველებს ლელოს გატანამდე წამები აკლდათ, როდესაც მსაჯმა რუსების დაჯარიმება გადაწყვიტა. თუმცა ძალიან მალე, 65-ე წუთზე ქართველებს მაინც გაუმართლათ და მირიან მოდებაძემ შესანიშნავი ლელო დადო, მალაღურაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:6 გახდა.

 


სწორედ აღნიშნული ანგარიშით - რუსეთი 6-22 საქართველო - დასრულდა რუსეთის და საქართველოს ნაკრებებს შორის კრასნოდარში გამართული შეხვედრა.

 

 

აღსანიშნავია, რომ თამაშის პირველი ნახევრის მიმდინარეობისას ძლიერი წვიმა იყო, რომელმაც მატჩის მეორე ნახევარში შედარებით იკლო და საბოლოოდ შეწყდა კიდეც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი