სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“ და „ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში“
18-03-2019, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება.

 


სააკაშვილი მისთვის სასურველ ასეთ ლიდერად გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს და ამბობს, რომ თავად სწორედ მას დაუჭერდა მხარს.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ განახლება უნდა დაიწყოს; პარტიასა და გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ და პროცესი ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე უნდა წარიმართოს.

 


„საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ რა თქმა უნდა დაფუძნებული არა ცალკეულ პიროვნებებზე, არამედ პრინციპებზე და ეს პრინციპები არის საქართველოს თავისუფლება და საქართველოს სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ეს ყველაფერი ასე იქნება, მაგრამ ამ ყველაფერში გადამწყვეტ, წამყვან როლს თამაშობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია და ეს უფრო მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო საინტერესო მომავალი. იმისათვის, რომ ეს მომავალი დროზე დადგეს, რა თქმა უნდა საჭიროა მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში და მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა პარტიის მართვის.

 


ჯერ ერთი ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი. მე არ მიშვებს ქვეყანაში. ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში. სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და გავაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, ამ სიტუაციში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახალი სახეების და „უახლოეს მომავალში საარჩევნო სიების“ შერჩევა და „ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერება“ ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე უნდა მოხდეს.

 


„მე ღრმად მწამს, რომ არა მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა ან ჯგუფის მმართველობა ან რაღაც არ შეიძლება იყოს, ყველამ უნდა ავიღოთ ხელში პასუხიმგებლობა და ხელში ავიღოთ მმართველობა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის და მომავალში, მთლიანად ქვეყნის. „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე პასუხიმგებლობის ასაღებად და ქვეყნის მმართველობის ასაღებად, მაგრამ ეს უკვე იქნება პრინციპულად სხვანაირი მმართველობა, ეს იქნება მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით“, აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი