„ბატონო ზოიძევ, მოგიძველდათ მეთოდები - 2020-ში ეს გეგმა თქვენ და თქვენს ბელადს, ბიძინა ივანიშვილს არ გამოგივათ“ - გიორგი ახვლედიანი
18-03-2019, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აკაკი ზოიძე თავს აძლევს უფლებას და უტიფრად გვიცხადებს, რომ თურმე ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს და ამიტომ ვერაფერი მოუხერხეს თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას". ბატონო ზოიძევ, მოგიძველდათ მეთოდები”, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს, რომელმაც ,,პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სხვა ოპოზიციური ძალა არ გამოჩნდა.

 


„უკვე 7 წელია ,,ქართული ოცნება" ,,ნაციონალურ მოძრაობას" გამიზნულად ინარჩუნებს თავის ოპოზიციად. ეს არის ფაქტი. თუ რისთვის შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა და აცოცხლებს დღემდე სააკაშვილის პარტიას, ყველამ კარგად ვიცით. ,,ქართულ ოცნებას" არაფერში არ სჭირდება სხვა ოპოზიცია, რადგან სხვა ოპოზიციურ ძალას, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის პარტიას ვერ დააბრალებს დანაშაულებებს და მკვლელობებს. ბურჯანაძე ამ ხელისუფლებისთვის იქნებოდა დისკომფორტი და ამიტომაც თქვა შუა უნდა გაიკრიფოსო.

 

 

საპარლამენტო არჩევნებზეც და ადგილობრივ არჩევნებზეც ყველაზე მეტი გაყალბებული ბიულეტენები სწორედ ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ" წარადგინა“,განაცხადა ახვლედიანმა.

 


მისივე თქმით, „იარლიყები ბურჯანაძის მისამართით, რაც სააკაშვილმა დაიწყო, წარმატებით გააგრძელა ,,ქართულმა ოცნებამ".

 


„უფრო მეტიც, მისი ტროლები დღემდე აჯერებენ ვიღაცეებს, რომ ბურჯანაძე სააკაშვილს ურიგდება. არ გიშველის, ,,ოცნებავ" ასეთი ხერხებით ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. მით უფრო ძალზედ სამარცხვინოა, რომ აკაკი ზოიძე თავს აძლევს უფლებას და უტიფრად გვიცხადებს, რომ თურმე ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს და ამიტომ ვერაფერი მოუხერხეს თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას". ბატონო ზოიძევ, მოგიძველდათ მეთოდები. 2020-ში ეს გეგმა თქვენ და თქვენს ბელადს ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა რადგან ჩვენი მოქალაქეები ნათლად ხედავენ, რომ არ შეიძლება არჩევანი გაკეთდეს ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ,,ქართულ ოცნებას" შორის”, აცხადებს გიორგი ახვლედიანი, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი