ქალაქ აბაშაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული თამაშები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჩემპიონი სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
გოგონათა შორის პირველი ადგილი საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟთა შორის გამარჯვება ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. რეგიონული ეტაპის გამარჯვებული სკოლები პირველობისთვის ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.
სპორტული ოლიმპიადა, რომლის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა და სასკოლო სპორტის განვითარებაა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.